“კუკარაჩა” [video]

2022-03-12 19:00:48

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ “კუკარაჩას” პრემიერა შედგა. [ვიდეო/video]

ყველასთვის კარგად ნაცნობი ნაწარმოების თეატრალიზაცია მაყურებელმა მუსიკალური დრამის სახით იხილა.

სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, სოსო ნემსაძის თქმით, “კუკარაჩას” გათანამედროვებული ვერსიის დადგამა რუსთავის თეატრის სცენაზე განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

მინდა ეს სპექტაკლი უფრო თანამედროვედ ჟღერდეს, ვიდრე ჩვენ წიგნის ფურცლებში ვკითხულობთ. ამით არის განსხვავებული და ამიტომ ავიდა ეს ნაწარმოები სცენაზე. მეორე მნიშვნელოვანი რაც არის, მუსიკალური სტროფებია სპექტაკლში და აქამდე ამ რაკურსით არ დადგმულა კუკარაჩა. უფრო მასიური სცენებია, 8-9 პერსონაჟია სულ, მაგრამ მთლიანობაში დიდი რაოდენობა იყრის თავს იმიტომ, რომ წარმოდგენილია დაჯგუფებები. აქ არის პოლიციელების დაჯგუფება, ქუჩის სამყაროს წარმომადგენლების დაჯგუფება, ბავშვები, ინგას დაქალები, რომლებიც ერთმანეთში ირევა. მოკლედ, ასეა დაყოფილი მთლიანად ეს მსახიობთა ჯგუფი.

მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ისაა, რატომ დაიდგა რუსთავის თეატრში ეს სპექტაკლი. ჩვენი თეატრი გიგა ლორთქიფანიძის სახელს ატარებს, გიგა ლორთქიფანიძე და ნოდარ დუმბაძე მუდმივად იყვნენ შემოქმედებით კავშირში ერთმანეთთან და ჩვენ გვინდა, რომ ორი გარდაცვლილი ადამიანი გავიდა ცხოვრება და კიდევ დავაკავშიროთ ერთმანეთს”, - განაცხადა სოსო ნემსაძემ.

ნემსაძის თქმით, მარტი რუსთავის თეატრში პრემიერების თვე იქნება. “კუკარაჩას” პრემიერა შედგება ხვალაც, 13 მარტს, 20:00 საათზე შედგება.