ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2022-03-12 00:11:16

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის რამდენიმე მეტრიანი ჯებირი მოგლიჯა და ბოლოს გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

როგორც "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში მსხდომმა პირებმა განაცხადეს, მძღოლმა გზაზე მიმავალ ქვეითს ააცილა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.