რუსთაველები დედაქალაქიდან შინ დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
"ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, საბურთალოზე მიკროავტობუსს უკვე 30 წუთია ათობით მგზავრი ელოდება.
"სპორტის სასახლესთან ვართ უკვე ნახევარი საათი. ძალიან ბევრი ადამიანია და მარშუტკა კიდევ არ ჩანს. მოვა? დაველოდოთ?", - უთხრა საინფორმაციო სააგენტოს მგზავრმა.
როგორც კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, საავტომობილო გზაზე საცობია წარმოქმნილი, რამაც შეფერხება გამოიწვია. "ინტერტრანსის" ინფორმაციით, არცერთი მგზავრი არ დარჩება დედაქალაქში და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მათგანის რუსთავში ტრანსპორტირება.