რუსთავის სასურსთო მაღაზიების ნაწილში შაქრის მარაგები შეივსო. აღნიშნული პროდუქტის ყიდვა ახლა 60 თეთრით ძვირად მოგიწევთ.
მარაგები შეივსო სუპერმარკეტების ქსელ "კარფურში". 1 კილოგრამი შაქარი ამ ქსელში 2.95 ღირს, რამდენიმე დღის წინ კი, მანამ, სანამ საქართველოში ყველაზე "მოთხოვნადი" პროდუქტი გახდებოდა, 2 ლარი და 35 თეთრი ღირდა.
შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში, რუსთავის მაღაზიებში შაქრის დეფიციტი იყო. მოთხოვნა იყო გაზრდილი პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტებზეც.