რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზაზე, რუსთავის წყლის ყოფილი რეზერვუარის ტერიტორიაზე ხანძარია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტერიტორიაზე მეორადი საბურავები იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.