რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-03-10 18:10:48

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მარტს 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კონსტიტუციის, კოსტავას, სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.