შეივსო თუ არა პროდუქტების მარაგი რუსთავის მაღაზიებში

2022-03-10 13:03:53

რუსთავის ქსელურ და არაქსელურ მაღაზიებში შაქარი ისევ დეფიციტურია.

"ინფო რუსთავის" გადამღებმა ჯგუფმა შეამოწმა როგორც დიდი მარკეტები, ასევე რუსთავის აგრარულ ბაზართან არსებული არაქსელური მაღაზიები და შეიძლება ითქვას, რომ შაქრის ყიდვას, ამ დროის მდგომარეობით, ვერსად ვერ შეძლებთ. როდის მომარაგდება სასურსათო მაღაზიები აღნიშნული პროდუქტით, ჯერ-ჯერობით უცნობია.

თითქმის ყველგან ხელმისაწვდომია ფქვილი, რომელზეც ასევე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა გასული დღეების განმავლობაში.