რუსთავში მამაკაცი დააკავეს

2022-03-09 00:35:02

რუსთავში მამაკაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე, 40 წლამდე მამაკაცმა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვა განიზრახა. გარკვეული მიზეზების გამო მამაკაცმა აპარატიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა. თუმცა მოიპარა ქაღალდის კუპიურების ჩასარიცხი მოწყობილობა, მას ეგონა რომ მოწყობილობაში გარკვეულ თანხა იქნებოდა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი მალევე დააკავეს. ნივთმკიცებად კი ფეიბოქსის მოწყობილობა ამოიღეს.  

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო რაც ქურდობას გულისხმობს.