ეპიდვითარება რუსთავში

2022-03-08 19:44:53

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 15 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 23 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 10 პირი გამოიკვლიეს.