უკრაინის მხარდამჭერი გამოფენა-გაყიდვა რუსთავში [photo]

2022-03-08 14:23:30

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერში უკრაინის მხარდამჭერი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, როტარი კლუბი-რუსთავი საერთაშორისოს, უალტერნატივო ალტერნატივის, Sho-prod-ის, მრავალშვილიან ოჯახთა კავშირი "მტევნის", იმპულსის, სიქას, ჰიპის, დედების სივრცის, ახალგაზრდობის სოლიდარობის კავშირის, რუსთავის ველო მოყვარულთა ასოციაცია რუსთავველოს, მომავლის თაობის, მშრომელთა სოლიდარობის კავშირის, მოდუსისა და დემოსის წარმომადგენლებმა.

სკვერში მისულებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ ხელნაკეთი ნივთების, ან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირდაპირი დონაცია გაეწიათ.

როგორც გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი ორგანიზატორი გივი შანიძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს, შესული თანხით უკრაინელებისთვის ჩურჩხელების, თაფლისა და ჩირის ყიდვას და გაგზავნას აპირებენ.

"არასამთავრობო ორგანიზაციები და რუსთაველი რიგითი მოქალაქეები გავერთიანდით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შემოსული თანხით ვაპირებთ უკრაინაში გავაგზავნოთ ჩურჩხელა, თაფლი და ჩირი",- განაცხადა გივი შანიძემ.