ლარი ისევ უფასურდება

2022-03-08 12:14:55

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გაუფასურდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 3.50 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 3.40 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 მარტის ოფიციალური მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.39 ლარია.