აქცია რუსთავის N12 ციხესთან

2022-03-06 17:31:34

რუსთავში N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საპატიმროდან საქართველის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მათ ციხის ტერიტორიაზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით: "მიშა პუტინის პირადი ტყვეა", "თავისუფლება 2008 წლის ომის მთავარსარდალს", "მიშა ისჯება საქართველოს დაცვისთვის", "თავისუფლება მიშას" და სხვა.