რუსთავში 1 560 000 ლარის პროექტი განხორციელდება [photo]

2022-03-06 15:48:06

რუსთავში ცურტაველის ქუჩაზე დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 556 591 ლარი გამოიყო, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. სამშვიდობო მისიებში, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომებში, 9 აპრილს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალების რეაბილიტაცია მოხდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ვკითხულობთ, რეაბილიტაციის დროს სკვერში უნდა მოეწყოს საფეხმავლო ბილიკები დაწნეხილი ბეტონის ფილით,  საველოსიპედო ბილიკი, აღდგეს სკვერში არსებული მემორიალი. ასევე უნდა მოეწყოს ომში დაღუპულთა მემორიალი-მარადიული ცეცხლი. 

განთავსდეს ახალი სკამები, სანაგვე ურნები და შესასვლელები უზურუნველყოფილ იყოს შშმ პირთა ასასვლელებით.