რუსთავის საკრებულოში ტურნიკეტი დაამონტაჟეს

2020-02-19 21:36:10

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესვლას ამიერიდან მხოლოდ სპეციალური საშვით შეძლებთ.

მერიის შენობის მარჯვენა ფლიგელში, სადაც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა განთავსებული, ტურნიკეტი დაამონტაჟეს.

შეგახსენებთ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ  ტურნიკეტის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული სამუშაოებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 7 093 ლარი გამოიყო.

ინფორმაციისთვის, ტენდერის გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა ოპოზიციონერების მხრიდან. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესასვლელად მოქალაქეებს დამატებითი ბარიერი არ უნდა დაუწესონ. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები