რუსთავის მუნიციპალიტეტი საკრებულოს შენობისთვის ტურნიკეტს ყიდულობს

2022-01-21 16:16:06

რუსთავის მუნიციპალიტეტმა მარჯვენა ფლიგელისთვის ტურნიკეტის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ტურნიკეტის დამონტაჟების შემდეგ, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში შესვლა სპეციალური საშვით მოხდება.

ქალაქის ბიუჯეტიდან ტურნიკეტის შესაძენად 7093 ლარია გამოყოფილი და მოთხოვნაა, რომ ბარიერისთვის გამოყენებული იყოს ალუმინის მასალა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აპარატურის მონტაჟი (შესაბამისი სამონტაჟო მასალებით), (შესაძლებელია ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება). პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები