შარტავას გამზირზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც კლინიკა რუსთავში აცხადებენ, პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ქალი მენჯ-ბარძაყზე საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა რთული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება. კლინიკის წარმომადგენლების ინფორმაციით, შესაბამისი ქირურგიული ჩარევებები, მდგომარების დასტაბილურებისთანავე განხორციელდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, შარტავას გამზირზე მოხდა. ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა.