რუსთავის მერმა 12 მწვრთნელი დააჯილდოვა [photo]

2021-12-28 18:46:55

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 2021 წელს სპორტში ყველაზე კარგი შედეგის მქონე 12 მწვრთნელი დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ლაცაბიძის თქმით, შემდეგ წლიდან სპორტში დასაქმებულ პირებს ეზრდებათ ხელფასები და ასევე ორმაგდება წარმატებული სპორტსმენების სტიპენდიებიც.

"რუსთავის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად შევხვდით საუკეთესო შედეგის მქონე მწვრთნელებს, მივულოცეთ წარმატებული წელი. ვუსურვეთ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლიდან რუსთავში ამ მწვრთნელებსა და სპორტის მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ ადამიანს გაეზრდება ხელფასი, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სტიპენდიები. ვფიქრობთ, რომ  მერია კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება სპორტის განვითარების მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურულად შევძლებთ ახალი ობიექტების დამატებას, ასევე ძალიან აქტიურად იქნება სხვადასხვა ღონისძიება",- განაცხადა ლაცაბიძემ.

მწვრთნელებმა ქალაქის მერს, მოადგილეს და სპორტის სამსახურის ხელმღვანელს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

მერისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ:

1. გია წივწივაძე - ნიჩბოსნობა

2. ზურაბ ჩიტრეკაშვილი - კიკ ბოქსინგი

3. ომარ მაისურაძე - ბერძნულ რომაული ჭიდაობა

4. ჯემალ იესაშვილი - ბერძნულ რომაული ჭიდაობა

5. ტარიელ ბლუაშვილი - კრივი

6. ედუარდ მარდანოვი - კრივი

7. რევაზ მაღრაძე - თავისუფალი ჭიდაობა

8. ელიმშან ტალიბოვი - ტაეკვონდო

9. ბაჩანა ტუხაშვილი - ტაეკვონდო

10.ნინო გოგინაშვილი - ცურვა

11.ვიქტორია ლებედევა - სპორტული აკრობატიკა

12. ბექა ბიჩინაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა