უსიამოვნო სუნი რუსთავში

2021-12-17 11:28:05

უსიამოვნო სუნი რუსთავში.

სუნი დილის საათებში, XX, XXI და XVII მიკრორაიონებში განსაკუთრებით იგრძნობიდა.

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს რომ სუნი სავარაუდოდ სოკოს საწარმოდან მოდიოდა.

"ინფო რუსთავი" "თეთრი ქუდის" ხელმძღვანელს დაუკავშირდა რომელმაც აღნიშნა რომ საწარმოში პროცესები ჩვეულ ვითარებაში მიმდინარეობს და გამორიცხავს რომ უსიამოვნო სუნი მათი საწარმოდან მოდიოდეს.

შეგახსენებთ რომ სოკოს საწარმო გარკვეული დარღვევების გამო გარემოსდაცვის ზედამხვედელობის სამსახურმა 4 თვის წინ დახურა, მოგვიანებით კი საწარომ განაახლა მუშაობა იმ პირობით რომ დარღვევებს გამოასწორებდნენ.