იქნება თუ არა კინოთეატრი რუსთავი მოლში

2021-12-11 00:35:05

"კინოთეატრთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს ჯერჯერობით მოლაპარაკება, თუმცა მომხმარებლების მოთხოვნას აუცილებლად გავითვალისწინებთ", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "რუსთავი მოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

საინფორმაციო სააგენტო კომპანიას დაუკავშირდა კითხვით, იგეგმება თუ არა სავაჭრო ცენტრში კინოთეატრის გახსნა, რასთან დაკავშირებითაც აცხადებენ, რომ თუ მოხდა შეთანხმება, ეს შესაძლებელია.

"თუ რომელიმე კინოთეატრთან მოხდა შეთანხმება, რა თქმა უნდა, გაიხსნება", - აცხადებენ სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ქალაქში სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, რუსთაველები სოციალურ ქსელში აქტიურად ითხოვენ, იქ კინოთეატრი განთავსდეს.

"ინფო რუსთავმა" ასევე ჩაატარა ფეისბუქ გამოკითხვაც, სადაც 1600-მა ადამიანმა თქვა, რომ თუკი რუსთავში კინო გაიხსნება, მისი მომხმარებელი იქნება, 56-მა კი დააფიქსირა აზრი, რომ ქალაქის კინოშითეატრში არ ივლის.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები