რუსთავში კოლეჯ "მოდუსის" დირექტორმა თანამდებობა დატოვა

2021-12-05 12:55:59

რუსთავის პროფესიული კოლეჯ ,,მოდუსის'' დირექტორმა პავლე თვალიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას თვალიაშვილმა განაცხადა, პოსტის დატოვების მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლა გახდა.

"სხვა სამსახურში გადავედი. შეუთავსებლობა იქნებოდა და ფიზიკურად ვეღარ მოვასწრებდი. ბიზნესკონსულტაციაზე გადავედი და პლუს პატარა ჰოსტელი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეუღლემ",- განაცხადა თვალიაშვილმა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პავლე თვალიაშვილს, რომელიც "მოდუსის" დირექტორად მარტში დაინიშნა, ნინო ქავთარაძე ჩაანაცვლებს.

ნინო ქავთარაძე საინფორმაციო სააგენტოსთან ადასტურებს, რომ კოლეჯ "მოდუსის" ხელმძღვანელის პოსტზე განათლების სამინისტროში გასაუბრება გაიარა და მისი დანიშვნის ოფიციალურ ბრძანებას ელოდება.

ნინო ქავთარაძე 2017-2021 წლებში რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო 2021 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები