რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე იქნება. ის ლავან ონიანის მოადგილე იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ონიანს იმპიჩმენტი მოუწყო და ფარული კენჭისყრის შედეგად, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.
აღსანიშნავია, რომ ლევან ონიანის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ერთ-ერთი ინიციატორი ნინო ქავთარაძეც გახლდათ.
მან დღევანდელი საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ვინაიდან არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, შესაძლოა, ახალი თავმჯდომარის დანიშვნა საჭირო არ გახდეს და არჩევნების შედეგებამდე ეს პოსტი მოვალეობის შემსრულებელმა დაიკავოს.