რუსთავში გადაღებული ფილმის "ზეციური ქალბატონის (The lady of heaven)" ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა. [ვიდეო/video]
ფილმი, რომლის სცენების ნაწილიც რუსთავის ქუჩებსა და სამგორის მახლობლად სპეციალურად გაშენებულ არაბული ტიპის დასახლებაშია გადაღებული, ისტორიული დრამაა და ინგლისურმა კინომწარმოებელმა კომპანია Enlightened Kingdom-მა გადაიღო. ძირითადი სიუჟეტი ისტორიულ ფიგურაზე ფატიმაზე მოგვითხრობს, აღწერილია წინასწარმეტყველი მუჰამედის ეპოქა, ასევე სიუჟეტი ვითარდება 21-ე საუკუნეშიც და მოგვითხრობს ისლამური ტერორიზმის წარმოშობაზე.
ფილმი ეკრანებზე 10 დეკემბერს გამოვა. გადაღებები 2019 წელს რუსთავის გარდა ვაზიანის სამხედრო ბაზის, ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩის ტერიტორიებზეც მიმდინარეობდა.
ფილმში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ჰალკმა, ლევან საგინაშვილმაც, მის გარდა ეპიზოდურ როლებში მონაწილეობს 100-მდე რუსთაველი მსახიობი.