რუსთავში ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს [video]

2021-11-04 11:05:41

რუსთავში ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავმა" მოახერხა და ახალგაზრდებს დაკავებამდე გაესაუბრა. რ.ჭ.

"არ მიცემია, არ ვყოფილვარ მაგ ადგილზე, უბრალოდ მაგ უბნელი ვარ და გავიარე, მაგ ბიჭს არ ვიცნობ", განაცხადა ბრალდებულმა რ.ჭ.-მ.

"პოლიტიკური ნიშნით არავისთან მიკამათია და არც ქართული ოცნების წევრი ვარ", - განაცხადა ბრალდებულმა ე.ა.-მ, სხვა დანარჩენზე კი დაკავებულმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ რომ აქტივისტი გიორგი ბალხამიშვილი აცხადებს რომ ციხესთან გამართული აქციის შემდეგ მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუსწორდნენ.

ბალხამიშვილის თმით კამათი "ინფო რუსთავის" გვერდზე დაწერილ კომენტარებს მოჰყვა.

შსს აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.