რუსთაველი აქტივისტის თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ

2021-11-03 22:05:13

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის თქმით, მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქციიდან შინ დაბრუნებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ბალხამიშვილი აცხადებს, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მისი მხრიდან "ქართული ოცნების" საჯარო კრიტიკა გახდა.

"თავს დამესხა პოლიტიკური ნიშნით ქართული ოცნების სასარგებლოდ აქტიური ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდზე აქამდეც მემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ამ ადამიანის სახელი და გვარი არის ე. ა. და ის ხშირად იმუქრებოდა ქართულ ოცნებაზე ჩემი კრიტიკული კომენტარების ქვემოთ, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდა და აღასრულა კიდეც მან თავისი სიტყვა.

ციხესთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან, ჩაბნელებულ ტერიტორიაზე მოხდა. აქციაზე ვიყავი ციხესთან და რომ ვბრუნდებოდი შევნიშნე ამეკიდნენ, ერეკლე აბზიანიძემ ამომიცნო, რომ მე ვაქტიურობდი, კრიტიკული კომენტარებით გამოვირჩეოდი ქართული ოცნების მიმართ და თავისი პირითაც მითხრა, რომ ამ ნიშნით მივიღე ის პასუხი, რაც მივიღე. 3 პირი იყო", - განაცხადა გიორგი ბალხამიშვილმა.

აქტივისტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.