რუსთავში საბავშვო ველორბოლა მოეწყო [photo]

2021-10-24 22:32:58

რუსთავში საბავშვო ველორბოლა მოეწყო.

ტრადიციული ველორბოლა ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის პარკში, საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით გაიმართა.

გამარჯვებულები ვაჟებსა და გოგონებს შორის 3 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა:

6-8 წელი

დავით ენდელაძე;
საბა ქავთარაძე;
ნიკოლოზ ტერაშვილი.

მარიამ ჩოხელი;
ნუცა ჩოხელი;
სესილი კალატოზიშვილი.

9-11 წელი

ანდრია მამნიაშვილი;
ნიკოლოზ კორკოტაძე;
ანდრია ჯაღმაიძე.

მარიამ ბიგვავა;
მარიამ ქარუხნიშვილი;
ელენე ნოზაძე.

12-14 წელი

ლუკა ბახუტაშვილი;
რეზო გობეჯიშვილი;
ნიკა წივწივაძე.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა განაცხადა, გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.

"ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის ორგანიზებას უწევს ტრადიციულ რუსთავის ველოგარბენს. მონაწილეობას ღებულობენ ძირითადად პატარები, 6-დან 13 წლამდე გოგონები და ბიჭები. დაყოფილია 3 ასაკობრივ კატეგორიად.

რა თქმა უნდა, მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე დღეს ვმასპინძლობდით მონაწილეებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეპიდსიტუაცია და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უფრო ფართომასშტაბიანს ჩავატარებთ.

გვიხარია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარში გვიდგას აღნშნული ღონისძიების ჩასატარებლად.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებითა და სერთიფიკატებით" , - განაცხადა მაია აზარაშვილი.