ისანში, ე.წ დაშლილი ავტომობილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ტერიტორიაზე შეუშვეს. პოლიცია ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას 2-2 ადამიანს აძლევდა, მათ კომერციული ობიექტების დათვალიერების საშუალება მიეცათ.
გარდა ამისა, დაზარალებულები ბაზრობის დირექციას - შპს ,,ტრანსსერვისის" დირექტორს ბექა მახარაძეს შეხვდნენ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მოვაჭრემ განაცხადა, კომპანია ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ეცდება გარკვეული დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.
შეგახსენებთ ისანში მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობას ცეცხლი დღეს გამთენიისას, 04:00 საათზე გაუჩნდა. რა სიტუაცია დახვდათ მოვაჭრეებს დამწვარ ბაზრობაზე – ნახეთ ვიდეო.