კარ-ფანჯრისა და აივნის დიზაინის შეცვლისთვის, თუ იცვლება ზომები და ერთიანი იერსახე, მერიიდან ნებართვის აღება საჭირო.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკა პაპუაშვილმა განუცხადა, თუ არსებული კარ-ფანჯრის ზომები არ იცვლება, ხოლო აივნის შემთხვევაში იერსახის შეცვლა არ ხდება, არქიტექტურის სამსახურში სპეციალური დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში მაშინაა აუცილებელი და სავალდებულო თუ კარ-ფანჯრის ზომები მკვეთრად იცვლება, ხოლო აივნის შემთხვევაში იწვევს იერსახის ცვლილებას. მერიაში ნებართვის აღნიშნული ქმედება უნებართვო მშენებლობად ითვლება, რაც მოქალაქის დაჯარიმებას გამოიწვევს.
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ კარ-ფანჯრების შეცვლის დროს თუ იერსახის თვითნებური შეცვლა მოხდება და მოქალაქეს შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია არ ექნება, კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები ამოქმედდება, რომელიც 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.