2021 წლის პირველ 8 თვეში რუსთავში მშენებლობაზე 125 ნებართვა გაიცა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო " ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა განუცხადა.
პაპუაშვილის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, წელს გაცემული ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით მცირეა. 2020 წელს მშენებლობაზე 345 ნებართვა იყო გაცემული, თუმცა წლის დასრულებამდე 4 თვეა დარჩენილი და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ეს პერიოდი აქტიური მშენებლობით გამოირჩევა.
ასევე სტატისტიკის მიხედვით გაცემულ ნებართვებში ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების წილი მრავალბინიანი შენობების რაოდენობას აღემატება.