კონდიციონერის უნებართვოდ მონტაჟის ფაქტები რუსთავში

2020-08-24 17:52:45

რუსთავში, გასულ თვეში, კონდიციონერის უნებართვო მონტაჟის 2 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მიაწოდეს.

როგორც სამსახურში აცხადებენ, კონდიციონერები უნებართვოდ იყო განთავსებული კონსტიტუციის ქუჩასა და მეგობრობის გამზირზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე.

"ივლისის თვეში გამოვლინდა 2 ფაქტი. შემოსული იყო საჩივრები, ხმაური გვაწუხებსო. 2-ვე უნებართვო იყო, ჯარიმები არ გამოგვიწერია, უბრალოდ გავაფრთხილეთ, რომ ნებართვა აეღოთ ან დემონტაჟი განეხორციელებინათ", - აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

ინფორმაციისთვის, კონდიციონერის უნებართვოდ დამონტაჟება მოქალაქის დაჯარიმებას 500 ლარიდ ოდენობით გამოიწვევს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები