ჯარიმა კონდენციონერის მონტაჟზე

2021-07-07 12:00:13

უნებართვოდ დამონტაჟებული კონდენციონერი მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, კონდიციონერის დამონტაჟებისთვის აუცილებელია მობინადრემ წერილობით შეატყობინოს რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურს და სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი გაგრილების სისტემის დამონტაჟება.

რაც შეეხება უნებართვოდ დამონტაჟებულ გაგრილების სისტემას, სამსახურში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეს, გარკვეულ ვადას მისცემენ, რათა არსებული დარღვევა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.