რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება ისევ შეზღუდულია

2021-08-09 17:06:07

4 დღეა რუსთავიდან თბილისის, კერძოდ ვარკეთილის მიმართულებით მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს, ამ დროისთვის მათსა და მძღოლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის განახლდება მგზავრთა გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს "ინტერტრანსის" მძღოლების ნაწილი გაიფიცა. მათი მთავარი მოთხოვნა ყოველდღიური შესატანის 20 ლარით შემცირებაა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები