თბილისის მიმართულებით გადაადგილება შეზღდულია

2021-08-06 16:40:56

რუსთავიდან თბილისში, კონკრეტულად კი ვარკეთილის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა შეზღუდულია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველებმა მიმართეს და საკითხის გარკვევა სთხოვეს.

როგორც "ინფო რუსთავს" ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა განუცხადეს, გადაადგილების შეზღუდვა მათსა და კომპანია "ინტერტრანს" შორის შეუთანხმებლობის გამო მოხდა.

მძღოლები კომპანიისგან ყოველდღიური შენატანის 20 ლარით შემცირებას ითხოვენ.

საინფორმაციო სააგენტო საკითხთან დაკავშირებით "ინტერტრანსის" კომენტარსაც ელოდება.