რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი სამუშაოებისთვის ელექტრინული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ლიფტების აღდგენა-შეკეთების სამუშაოების პირველადი ღირებულება 2 783 594 ლარია.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამუშაოების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია 69 ლიფტს ჩაუტარდება, რომლის შერჩევაც საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება.
ტენდერში წინადადებების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება, გამარჯვებულ კომპანიას კი, სამუშაოების შესასრულებლად 210 კალენდარული დღე ექნება.
შეგახსენებთ, მეგობრობის გამზირზე რეაბილიტაციისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.