ვითარება რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში

2021-07-04 19:44:53

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ბავშვი მკურნალობს, მათ შორის 2 ჩვილი, 5 და 8 თვის, და ერთი 7 წლის ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, შვიდი წლის ბავშვს აღენიშნება პნევმონია აღენიშნება.

აბულაძის განცხადებით, ივლისის თვეში მათ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 981 ბავშვი გაიტესტა, საიდანაც 10%-ს კოვიდინფიციება დაუდასტურდა.

ხოლო აგვისტოს პირველიდან სამი რიცხვის ჩათვლით გატესტილ ბავშვებს შორის დადებითობის მაჩვენებელი 45%-მდე გაიზარდა.