სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სურსათის მაღაზიებია, რომელთაც 100-დან 500 ლარამდე ოდენობის ფულადი სანქცია დაუწესდათ.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, აღნიშნული ობიექტი ფორმა ორის არ არსებობის გამო დაჯარიმდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება ივლისის თვეში 90 -მდე ობიექტში ჩატარდა, აქედან 5 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა. ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის 21 ნიმუშის აღება მოხდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.