უსიამოვნო სუნი რუსთავში [video]

2021-07-28 23:02:44

რუსთავში კვლავ უსიამოვნო სუნი დგას. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ქალაქის შემოსასვლელში და ცენტრალურ ქუჩებზე უსიამოვნო სუნია.

მათი ინფორმაციით, სუნი, სავარაუდოდ, სოკოს საწარმოდან მოდის.

სუნი ყველაზე მკვეთრად 21-ე მიკრორაიონსა და ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელში მდებარე ქუჩებზე იგრძნობა.

"ინფო რუსთავის" ჯგუფი იმყოფებოდა სოკოს საწარმოსთანაც, სადაც დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის საწარმოო პროცესი არ არის, თუმცა დღის განმავლობაში, როცა წარმოებაა, სუნი დგება ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველები ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემის მოგვარებას დიდი ხანია ითხოვენ.

გასულ წელს დარღვევების გამო სოკოს საწარმო "თეთრი ქუდი" 20 000 ლარით დაჯარიმდა.

ვიდეო ნახეთ აქ


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები