უსიამოვნო სუნი რუსთავში

2019-11-17 23:24:07

"რუსთავის შემოსასვლელში უსიამოვნო სუნი ისევ იგრძნობა, მართალია ის არ არის ისეთი მძაფრი როგორც წინა თვეებში იყო თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგავარებულა", - ამის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ.

"ინფო რუსთავს" XVII და XXI მიკრორაიონის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ ბოლო დღეებია ისინი სუნს ისევ გრძნობენ.

შეგახსენებთ რომ კომპანიას, რომელიც სოკოს წარმოებით არის დაკავებული, ახალი აგრეგატები უნდა დაემონტაჟებინა, თუმცა ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია მოხდა თუ არა ახალი ტექნიკით ძველის ჩანაცვლება.