რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
დენი არა აქვს მეგობრობის ნაწილი, თბილისის და ყაზბეგის ქუჩებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელექტრო ენერგიის გათიშვა ერთ-ერთი ფიდერის დაზიანების გამო მოხდა. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოფხვრისთვის.
მომხმარებელს დენის მიწოდება ნახევარ საათში აღუდგება.