როდის აღდგება წყლის მიწოდება რუსთავში

2021-07-23 19:18:45

24 ივლისს დილის 10:00 საათიდან რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და გარდაბანის მუნიციპალიტეტს წყლის მიწოდება აღუდგება. ამის შესახებ რუსთავის წყალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ცნობისთვის, 23 ივლისს, კომპანია რუსთავის წყალი ხრამის სათავე ნაგებობასა და ცენტრალურ სატუმბო სადგურში რუსთავის სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ  სამუშაოებს ახორციელებს.