კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
26 ივლისიდან კომპანია რუსთავის წყლის სერვის ცენტრი მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება.
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის სერვის ცენტრში იზღუდება მომხმარებლების ვიზიტი
ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@rwc.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზისა - 22 00 11 და ონლაინ ჩათის მეშვეობით",-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში