რუსთავის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სავარაუდოდ, კახა გურგენიძე იქნება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, შესაძლოა კახა გურგენიძე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატიც იყოს. საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს. შეგახსენებთ რომ კახა გურგენიძეს წარსულში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შედეგები გასაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს.
იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.