მემორიალური დაფის გახსნა

2021-07-23 14:20:49

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, მრავალსართულიანი ადმინისტრაციული და საცხოვრებელი სახლების მშენებლობიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, ნესტორ გიორგაძისა და ნიკოლოზ ქაშაკაშვილის მემორიალური დაფები გაიხსნა.

ცერემონია საზეიმოდ გახსნეს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორმა (90-იან წლებში) გურამ ქაშაკაშვილმა.

ნესტორ გიორგაძე 1945-1959 წლებში „ამიერ კავკასიის მეტალურგმშენის“ ტრესტის მმართველი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსთავში, კოსტავას გამზირზე, პირველი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული (მერიის) შენობის მშენებლობას.

ნიკოლოზ ქაშაკაშვილი 1940-1953 წლებში ამიერ კავკასიის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინერი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მეტალურგიული ქარხნის და ქალაქის აღმშენებლობაში.