რუსთაველი მუსიკოსი გარდაიცვალა

2021-07-23 00:46:30

რუსთაველი მამაკაცი, ნათესავის საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 30 წლის თორნიკე ოდიშელიძე გარდაცვლილი დედაშვილმა იპოვა.

ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა.

თორნიკე ოდიშელიძე ჯგუფ "შელბის" გიტარისტი იყო.

"ინფო რუსთავი" ოჯახის მწუხარებას იზიარებს.