რუსთავში Pfizer-ის ვაქცინას შემოიტანენ

2021-07-22 18:49:53

რუსთავში Pfizer-ის ვაქცინას შემოიტანენ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რამდენ დღეში და რამდენი ერთეულ ვაქცინას შემოიტანენ ქალაქში, თუმცა გერმანულ-ამერიკული ვაქცინის გასაკეთებლად სამედიცინო პერსონალი უკვე გადამზადებულია.

ბეგაშვილის თქმით, Pfizer-ით აცრები კლინიკა "რუსთავსა" და "მარდალეიშვილის სამედიცინო" ცენტრში, ყოფილი "რუსთავის მეტალურგიულ" საავადმყოფოში  გაკეთდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები