რუსთავში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაიკეტება

2021-07-22 18:41:01

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში, 22 ივლისს, 22:00 საათიდან 23 ივლისის 08:00 საათამდე ლომოურის ქუჩაზე ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.

მიზეზი კარფურის სამშენებლო სამუშაოებია. მძღოლებს შემოვლითი გზით მოუწევთ გადაადგილება.

ლომოურის ქუჩა, 23 ივლისს დილის 08:00 საათიდან კვლავ გაიხსნება.