"ბავშვების მომართვიანობა გაზრდილია"

2021-07-22 18:22:58

რუსთავის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში წინა თვეებთან შედარებით კოვიდტესტებზე მისული ბავშვების რაოდენობამ იმატა.

გაზრდილია ბავშვებში ვირუსის დადასტურების შემთხვევებიც.

ამის შესახებ დიაგნოსტიკური ცენტრების ხელმძღვანელებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 38 პირს დაუდასტურდა.

2 პირს ვირუსი პისიარ ტესტირების შედეგად დაუდგინდათ.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 183 პირი შემოწმდა.

32 ახალი შემთხვევა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიმის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 158 პირი გაიტესტა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები