ჭიათურის მუნიციპლიტეტის სოფელ ზოდში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
”ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოზარდი მსუბუქი ავტომობილის ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მანქანა ამოყირავდა და 16 წლის ბიჭი ქვეშ მოიყოლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მოზარდი დ მისი თანაკლასელები მდინარეზე საბანაოდ მიდიოდნენ.
არასწრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, მას ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.