რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს, "ჰონდა", "ნისანისა" და "ფოლკსვაგენის" მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც დაზიანება თავის არეში ჰქონდა.
მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა, კაცის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.