მერობის კანდიდატი ცნობილია

2021-07-20 11:04:07

"ინფო რუსთავი"-ს ცნობილია, ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატი რუსთავში.

პარტია მერობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძეს წარადგენს. წარდგენა რამდენიმე დღეში მოხდება, რის შემდეგაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყება.

ნინო ლაცაბიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატია.