რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რომელიც N22 სკოლაშია მოწყობილი, აბიტურიენტებმა უნარების გამოცდა ჩააბარეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდის პირველ სესიაზე 373 აბიტურიენტიდან 334 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე ასევე 382-დან 352.
მისი თქმით, მეორე სესიაზე საჭირო გახდა ცხელების სექტორის გახსნა, სხვა მხრივ გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა